ვანდა ნარა: “იკარდის საუკეთესო კლუბებიდან დაუკავშირდნენ, მაგრამ ტელეფონს ვთიშავ”
მაურო იკარდის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა, იტალიურ ტელეგადაცემაში საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მილანის “ინტერის” დატოვებას არ გეგმავს.
“ჟურნალ-გაზეთებში გამუდმებით საუბრობენ იმის შესახებ, რომ იკარდი კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. დავიღალე იმის გამეორებით, რომ მას მილანში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.
იკარდის საუკეთესო კლუბებიდან დაუკავშირდნენ, მაგრამ სიმართლე ის გახლავთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის პირველ დღეს ტელეფონს ვთიშავ. საუკეთესო სპეციალისტებს თავიანთ გუნდში სურთ იკარდის ხილვა, მაგრამ ის რჩება,” – აცხადებს ვანდა ნარა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში არგენტინელ ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და მისი მიზეზით გუნდში განხეთქილებაც კი წარმოიშვა. ამ პერიოდში მას მადრიდის “რეალში” უწინასწარმეტყველებდნენ გადაბარგებას.