დე როსი “რომას” ტოვებს
დანიელე დე როსი “რომაში” გატარებული 18 წლის შემდეგ კლუბს ტოვებს. 35 წლის ნახევარმცველმა დაადასტურა, რომ რომაელებთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.
დე როსის “რომას” პირველ გუნდში 2001 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ მთელი კარიერა ამ კლუბში გაატარა. მან “ჯალოროსის” მაისურით 600-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
როგორც ირკვევა, ვეტერანი ნახევარმცველი კარიერას არ ასრულებს და ის თამაშს სხვა გუნდში განაგრძობს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ გუნდს უკავშირდება მისი მომავალი.