ოფიიალურად: გრიზმანი “ატლეტიკოდან” მიდის – ფრანგმა ფეხბურთელმა განცხადება გააკეთა
ანტუან გრიზმანი მადრიდის “ატლეტიკოს” ტოვებს. სოციალურ ქსელ Twitter-ში მადრიდული კლუბის ოფიციალურ გვერდზე ფრანგი თავდამსხმელი მიმართვა გამოქვეყნდა.
“ეს შეუდარებელი ხუთი წელი იყო. მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ ჩემ გულში ხართ. დიეგო სიმეონესთან, მიგელ ანხელთან და კლუბის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ფანევს ვაცნობო. ისინი ჩემ მიმართ ყოველთვის სიყვარულს იჩენდნენ.
წასვლა გადავწყვიტე. ახალი გამოწვევების დრო მოვიდა – ვგრძნობ, რომ ეს მჭრიდება. ხუთ წელში ჩემი კარიერის პირველი მნიშნელოვანი ტიტული მოვიგე. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებოდი და ვცდილობდი, “ატლეტიკოს” გულშემატკივრებისათვის სიამოვნება მიმენიჭებინა. “, – ამბობს 28 წლის ფეხბურთელი მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ გრიზმანი “ატლეტიკოში” 2014 წელს “რეალ სოსიედადიდან” გადავიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას, მაგრამ გრიზმანს ყველაზე ხშირად “ბარსელონას” უკავშირებენ.
.@AntoGriezmann: "Han sido cinco años increíbles; muchas gracias por todo, os llevo en el corazón". pic.twitter.com/9XorY05u1T
— Atlético de Madrid (@Atleti) May 14, 2019