“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “გრიზმანმა” იმედები გამიცრუა”
14 მაისს მადრიდის “ატლეტიკოს” უდავო ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ვანდა მეტროპოლიტანოს” ტოვებს. ამ ინფორმაციას მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ენრიკე სერეზო გამოეხმაურა.
“გაბრაზებულზე უფრო მეტად იმედგაცრუებული ვარ. მეგონა, რომ ანტუანს “ატლეტიკოში” დიდი მომავალი ელოდა, ტიტულებთან და მწვერვალების დაპყრობასთან ერთად, თუმცა იმედები გამიცრუა.
პრობლემა ისაა, რომ ყველა თავისებურად ფიქრობს. ჩვენ, მე და “ატლეტიკოს” ფანები მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ – ერთი წავა და სხვა მოვა. სად ითამაშებს? ნამდვილად არ ვიცი, ეს მას უნდა კითხოთ. შეუძლია იქ წავიდეს, სადაც გაუხარდება.
რაც შეეხება სიმეონეს, როგორც ყველა არგენტინელს, მასაც სურს ნაკრებში მუშაობა. როდესაც ეს დღე მოვა, მე სტადიონზე ვიქნები და გამარჯვებას მათთან ერთად ვიზეიმებ,” – აცხადებს სერეზო.