ეროვნული ლიგა – “ლოკომოტივმა” და “დილამ” მოიგეს
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მე-2 დღის მატჩები 23:00 საათზე თბილისის “დინამოსა” და თბილისის “ლოკომოტივის” დერბით დასრულდა. “ლოკომ” მეტოქე 1-3 დაამარცხა. ანგარიშზე სამურკასოვმა 24-ე წუთზე სიკაჩის შეცდომით დაუშვა, რომელიც წინ გამოვიდა, უეცრად ფეხის უკან გადადგმით ტრავმა მიიღო და სამურკასოვმა დაუცველ კარში მარტივად შეაგდო. მე-2 ტაიმში “დინამოს” მხრიდან კუტალიასთან ერთად ერთადერთმა გამორჩეულმა ნინუამ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. შეცვლაზე შემოსულმა ინჯგიამ ჯერ ისევ სამურკასოვის პასით გაიტანა, შემდეგ კი სიხარულიძეს საბოლოო ანგარიში დააფიქსირებინა. “ლოკომ” 3 ქულა აიღო და მე-8-ზე გადავიდა, “დინამომ” ზედიზედ მე-2 წააგო და ლიდერ “საბურთალოს” 7 ქულით ჩამორჩა
გორის “დილამ” ბათუმის “დინამოს” 1-0 მოუგო. გორელთა მხრიდან ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე დიდიე კოუგბენიამ გაიტანა. “დილას” 17 ქულა აქვს, ბათუმელები მე-2 პოზიციაზე დარჩნენ.
საჩხერის “ჩიხურასა” და “რუსთავს” შორის უგოლო ფრე ვიხილეთ. “ჩიხურას” მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ არცერთი შეცვლა არ გამოიყენა.
დინამო 1-3 ლოკომოტივი
გოლები: ნინუა 54 – სამურკასოვი 24, ინჯგია 77, სიხარულიძე 90
დინამო: სიკაჩი (პერალესი 26) – რუხაია, კობოური, მონხილი, იაშვილი (როხანო 80) – ნინუა, პაპავა, კუხიანიძე (ქარდავა 46) – შულაია, აზაროვი, კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ფილ ვისენტე
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე – შონია, ძებნიაური – კირკიტაძე (ჯიქია 86), სამურკასოვი (გვალია 90), კობახიძე (ინჯგია 66) – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
დილა 1-0 დინამო ბთ
გოლი: კოუგბენია 76
დილა: გუგეშაშვილი – კერელეიშვილი, ჩადუნელი, სანტოსი, გიორბელიძე – კუცია (გაგნიძე 95), რაზმაძე – ფორტესი, კოუგბენია, ნონიკაშვილი (პაიმი 77) – გოშთელიანი (მირცხულავა 84)
მთავარი მწვრთნელი: გია დეკანოსიზე
დინამო ბთ: ალავიძე – ჩალაძე, გაგოშიძე, ადამაძე, მელიავა – მამუჩაშვილი, ტეიდი (თევდორაძე 75) – ჯანელიძე (ცაცკრიალაშვილი 86), რამოსი (გაფრინდაშვილი 71), ფლამარიონი – ჭანტურია
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ჩიხურა 0-0 რუსთავი
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მამასახლისი, მაისაშვილი, კაშია – ჩიხლაძე, ჩიტეიშვილი, ერგემლიძე, სარდალიშვილი – მარკოზაშვილი, მახარობლიძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
რუსთავი: მამარდაშვილი – ფონიავა, გადრანი, გუჯაბიძე, კაპანაძე – ქოჩლაძე, გისტაროვი – ჩოგაძე (ყიფიანი 56), ციცქიშვილი (კიტეიშვილი 65), სილაგაძე – იმნაძე (ჯაფიაშვილი 90)
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კვარაცხელია