როინ კვასხვაძე: “ჯერ აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ, ეს ქუთაისის სახეა”
ქუთაისის “ტორპედოს” კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
“რთულია ამ შემთხვევაში, როცა ასეთი პრობლემების წინაშე დგება გუნდი, მაგრამ ჯერ ბოლომდე არაფერი არ არის გადაწყვეტილი, მიდის საუბრები და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება. ჩვენ ისეთი ერთი გუნდი ვართ, ისეთი ერთი ოჯახი ვართ, არ არსებობს როცა დავჯდებით, ჩვენ პრობლემას 1 კაცი მაინც გამოაკლდეს, ყველა ერთ აზრზე მივდივართ, ერთმანეთს ვუსმენთ, ვაანალიზებთ რა პრობლემაა. ვითვალისწინებთ, რომ აქ არ არის მხოლოდ ჩემი იმიჯი, აქ ქუთაისის, ქალაქის სახე და იმიჯია და თითოეული ჩვენგანი დებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვიკლებთ კიდეც რაღაცებს, რაღაცებზე უარი უნდა ვთქვათ, რაღაცებს უნდა გადააბიჯო, რადგან ქალაქი დგას ჩვენ მხრებზე და გულშემატკივარი ჩვენთან ერთად არის. ღმერთის წყალობით ყველაფერი დალაგდება და იმ მიზნისთვის ისევ ვიბრძოლეთ, რაც დავისახეთ ახალ სეზონში – თასის მოგება, ჩემპიონობა და ყველა ქართული გუნდის ოცნება, ევროპა ლიგაზე მოხვედრა. ჯერ აქ ვარ, არსად არ წავსულვარ და ვიმედოვნებ, ყველაფერი დალაგდება და ამ ქალაქისთვის ისევ ვითამაშებ და კიდევ ბევრ მატჩს ჩავატარებ”, – განაცხადა კვასხვაძემ “მეგა TV”-ში.
“ტორპედოში” სეზონის დასაწყისიდან ფინანსური კრიზისი დაიწყო, თავიდან ხელმძღვანელობამ შეძლო პრობლემის მოგვარება, მაგრამ, შესაძლოა, გუნდი უახლოეს დღეებში უამრავმა ფეხბურთელმა დატოვოს.