ეროვნული ლიგა 2 – “მერანმა” კონკურენტებს გაუსწრო, “გურიას” შედეგიანი ფრე
დღეს ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერმა თბილისის “მერანმა” “ცხინვალი” მიიღო და 4-0 გაანადგურა. ანგარიში 29-ე წუთზე დათუნაიშვილმა გახსნა, შემდეგ გეწაძე, ნიქაბაძე და ბოლოს კი პენალტით კახელიშვილი გამოირჩა.
“სამტრედიამ” ლანჩხუთის “გურიას” სახლში ვერ მოუგო. გურულები წილოსანმა დააწინაურა, ტაიმის ბოლოსკენ კი სამუშიამ გაათანაბრა. მე-2 ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა და 1-1 დაფიქსირდა.
“თელავსა” და “შევარდენს” შორის გოლი არ გასულა.
“მერანს” 26 ქულა დაუგროვდა და “თელავს” 4 ქულით გაუსწრო. “შევარდენს” 20 ქულა აქვს, 1 ქულით ნაკლები “სამტრედიას”, “ცხინვალს” კი 17 დარჩა. ლანჩხუთელებმა შედეგიანი ფრით დროებით მე-8 პოზიციაზე ავიდნენ.
მერანი თბ 4-0 ცხინვალი
გოლები: დათუნაიშვილი 29, გეწაძე 60, ნიქაბაძე 69, კახელიშვილი 82პ
სამტრედია 1-1 გურია
გოლები: სამუშია 37 – წილოსანი 5
თელავი 0-0 შევარდენი 1906