სანტი კასორლა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი მატჩებისათვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს სანტი კასორლა დაუბრუნდა. 34 წლის ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ბევრი იმასაც არ ელოდა, რომ ის კარიერას გააგრძელებდა.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: დე ხეა, პაუ ლოპესი, კეპა;
მცველები: ალბა, რამოსი, ინიგო მარტინესი, დიეგო ლორენტე, ჰერმოსო, კარვახალი, გაია;
ნახევარმცველები: სერხი რობერტო, კასორლა, როდრი, ისკო, პარეხო, ხესუს ნავასი, ფაბიანი, ბუსკეტსი;
თავდამსხმელი: როდრიგო მორენო, მორატა, იაგო ასპასი, ოიარზაბალი, ასენსიო.
ესპანელები 7 ივნისს ფარერების ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 10 ივნისს შვედეთს უმასპინძლებენ.