ოფიციალურად: ალეგრი “იუვენტუსს” აღარ გაწვრთნის
მასიმილიანო ალეგრი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “იუვენტუსს” აღარ გაწვრთნის. ეს ინფორმაცია ტურინული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა.
ალეგრი კლუბის პრეზიდენტთან, ანდრეა ანიელსთან ერთად ხვალ მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებს.
იტალიელმა სპეციალისტმა “იუვენტუსი” 2014 წელს ჩაიბარა და კლუბთან ერთად სერია A ხუთჯერ, იტალიის თასი ოხჯერ, ხოლო იტალიის სუპერთასი ორჯერ მოიგო. მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა და ორჯერვე დამარცხდა.