ეროვნული ლიგა – “ჩიხურამ” “სიონი” გაანადგურა
ეროვნული ლიგის მე-14 ტურის პირველ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” ბოლნისის “სიონი” 5-0 გაანადგურა და მე-4 ადგილზე გადავიდა. მიშიკო სარდალიშვილმა 2 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა, თავისი პირველი გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ იმერლების რიგებში, ჰამზიჩი კი შეუცდომლად იდგა.
სიონი 0-5 ჩიხურა
გოლები: მახარობლიძე 8, სარდალიშვილი 10/69, ფანცულაია 18, დეკანოიძე 29
სიონი: ისიანი – ჩაჩუა, აფაქიძე, უგრეხელიძე, სუხიაშვილი (ტვილდიანი 52) – თარხნიშვილი, ხმალაძე – კირკიტაძე, ისიანი (მაქაცარია 62), თარგამაძე (სიხარულია 71) – უგულავა
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მამასახლისი, მაისაშვილი, კაშია (მეგრელიშვილი 77) – სარდალიშვილი, ჩიხლაძე, ჩიტეიშვილი, დეკანოიძე – მახარობლიძე (მარკოზაშვილი 72), ფანცულაია (მუმლაძე 63)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე