ეროვნული ლიგა – ბათუმის “დინამო” გალიდერდა, “ლოკოს” ლოკომოტივი დაიძრა
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში დინამო “ბათუმმა” დროებით ისევ შეძლო ლიდერობის დაბრუნება. ბათუმელებმა ანგისას სტადიონზე კრიზისზე მყოფი “ვიტ ჯორჯია” 2-0 დაამარცხა. გოლები ლეგიონერების, ფლამარიონისა და ტეიდის ანგარიშებზეა. “დინამოს” 28 ქულა აქვს და “საბურთალოს” 1 ქულით გაუსწრო, “ვიტ ჯორჯიას” 3 ტურია ბურთი არ შეუგდია.
თბილისის “ლოკომოტივმა” ზედიზედ მეორეჯერ იმარჯვა. სამურკასოვმა ისევ შეაგდო და გუნდს გამარჯვება მოუტანა. “ლოკოს” 15 ქულა დაუგროვდა და მე-8 პოზიციაზე არიან.
ლოკომოტივი 1-0 დილა
გოლი: სამურკასოვი 41
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე – შონია, ძებნიაური – კირკიტაძე, სამურკასოვი (გვალია 74), კობახიძე – სიხარულიძე (ინჯგია 85 – შეყილაძე 90)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი, ჩადუნელი, სანტოსი, გიორბელიძე – ნონდი, კუცია (ლემპტი 80) – ნონიკაშვილი (სპანდერაშვილი 77), კოუგბენია, ფორტესი (პაიმი 80) – გოშთელიანი
მთავარი მწვრთნელი: გია დეკანოსიძე
დინამო ბათუმი 2-0 ვიტ ჯორჯია
გოლები: ფლამარიონი 27, ტეიდი 77
დინამო ბთ: ალავიძე – სანტოსი, ადამაძე, გაგოშიძე, ჩალაძე – ტეიდი, მამუჩაშვილი – რამოსი (გაფრინდაშვილი 73), ფლამარიონი (თევდორაძე 89), ჯანელიძე (ნავალოვსკი 81) – საბანაძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ვიტ ჯორჯია: შეროზია – სეხნიაშვილი, ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი, ლაცაბიძე (კიკნაველიძე 60) – გაფრინდაშვილი, კაკაშვილი, ვასაძე, მოსიაშვილი (მაისურაძე 46) – მუსელიანი, ღუდუშაური (მუჯირი 72)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე