სკანდალი: ბათუმში მატჩის შემდეგ “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები დააკავეს
აჭარის “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” რამდენიმე წუთის წინ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. “საზმაუს” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები დააკავეს და საქმე, შესაძლოა, გარიგებულ მატჩებს ეხებოდეს.
“დაუზუსტებელი ინფორმაციით, სპორტსმენები სამართალდამცველებმა პირდაპირ გასახდელიდან წაიყვანეს. შესაძლოა, საქმე გაყიდულ მატჩებს უკავშირდებოდეს, თუმცა მაუწყებელი ცდილობს ძალოვანი უწყებებიდან, დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვებას. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფეხბურთელები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკავებია. მაუწყებელი ცდილობს დააზუსტოს მეტი ინფორმაცია. სუს-ში ჩვენს ზარებს, ამ დროისთვის არ პასუხობენ”, – იუწყება Adjaratv.ge
“ვიტ ჯორჯიამ” დღეს ბათუმში “დინამოსთან” 0-2 წააგო, ხოლო, სეზონის კარგად დაწყების შემდეგ ახლა ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფება და დიდი ალბათობით, ტურის ბოლოს მე-10 ადგილზე აღმოჩნდება.