ფირმინომ ვარჯიში განაახლა
“სქაი სპორტსის” ინფორმაციით, “ლივერპულის” თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ ვარჯიში განაახლა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში “ჰადერსფილდის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (5:0) მიმდინარეობისას მიიღო.
რობერტო ფირმინომ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა.