ეროვნული ლიგა – კრიზისში მყოფმა “ტორპედომ” “რუსთავი” დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მე-2 დღის პირველ შეხვედრაში “რუსთავმა” კრიზისში მყოფი ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და 2-4 დამარცხდა. “რუსთავი” პირველ ტაიმში მეტოქეს სჯობდა, დაწინაურდა კიდეც, თუმცა ზივზივაძემ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. ჯერ 56-ე წუთზე ორ მცველს შეუსრულა, გიგაურის აქტიურობით ჯაფიაშვილმა ავტოგოლი შეაგდო, შემდეგ ბუდუმ პენალტით დუბლით დადო, წიქარიძემ კი 88-ე წუთზე გამარჯვების ვინაობა საბოლოოდ ნათელი გახადა. 1 წუთში ციცქიშვილის დუბლიც ვიხილეთ, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და “ტორპედომ” 2-4 მოიგო. ზივზივაძე ბომბარდირთა დავაში უგულავას დაეწია.
ამ გამარჯვებით ქუთათურებმა “საბურთალოსთან” სხვაობა 1 ქულამდე, ხოლო, ლიდერ ბათუმის “დინამოსთან” 2 ქულამდე დაიყვანეს. “რუსთავი” 10 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა.
რუსთავი 2-4 ტორპედო
გოლები: ციცქიშვილი 47/89 – ზივზივაძე 56/78 (პ), ჯაფიაშვილი 56, წიქარიძე 88
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, გადრანი, ჯაფიაშვილი, ფონიავა (ზვიადაძე 83) – გუჯაბიძე (ჩოგაძე 79), ქოჩლაძე – ციცქიშვილი, კიტეიშვილი (ყიფიანი 67), სილაგაძე – იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ტორპედო: კვასხვაძე – ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე (ლუკა 76) – ქავთარაძე, გიგაური, ცინცაძე, დოლიძე – კაპანაძე (წიქარიძე 57), ზივზივაძე (ჭიჭინაძე 87)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი