ოფიციალურად: მხითარიანი “არსენალს” ბაქოში არ გაჰყვება
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი 29 მაისს, ბაქოში გასამართ ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
“არსენალმა” საფუძვლიანად შეისწავლა მატჩში მხითარიანის მონაწილეობის ყველა ვარიანტი, თუმცა თავად ფეხბურთელთან და მის ოჯახთან მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ის გუნდს არ გაჰყვება. უეფას წერილი მივწერეთ და შექმნილი სიტუაციის გამო ღრმა შეშფოთება გამოვხატეთ. მიკი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ ეს დიდი დანაკლისია. სამწუხარო ვითარებაა, რადგან ფინალი ფეხბურთელის კარიერაში ძალზედ იშვიათი მოვლენაა”, – ვკითხულობთ “არსენალის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების გამო კონფლიქტი აქვთ.
ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრაში ლონდონის “არსენალის” მეტოქე თანაქალაქელი “ჩელსი” იქნება.