ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატის ფინალის განრიგი + თეიმურაზ ორჯონიკიძე უნგრეთი ჩემპიონატში
საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, თეიმურაზ ორჯონიკიძის კლუბმა,
ფერენცვაროშმა უნგრეთის ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ქართველმა
უკანახაზელი კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჩემპიონატის 21 მატჩში 58
გოლი გაიტანა.
ბუდაპეშტის კლუბის მიზანი მინიმუმ მეხუთე ადგილის დაკავება და
ევროტურნირებზე მოხვედრა იყო, მაგრამ მეორე წრის დაასაწყისში ზედიზედ
შეხვდა პირველი სამეულის წარმომადგენლებს – ვესპრემს, სეგედსა და
ტატაბანიას, სამივე მატჩი წააგო და სიტუაციიდან ვეღარ გამოვიდა, თუმცა,
სეზონი ზედიზედ ორი მოგებით დაასრულა: ბუდაკალასთან (33-27) და მეოთხე
ადგილზე გასულ ბალატონფურედისთან (31-26).
23 წლის ქართველმა, რომელიც საქართველო ჩემპიონატში ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა, ორი სეზონი მაკედონიაში, პრილეპსა და
პელისტერში გაატარა, ფერენცვაროშთან კი ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა,
რომელიც დასრულდა. ორჯონიკიძეს უკვე აქვს წინადადება ხელშეკრულების
გახანგრძლივების შესახებ, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგანაც
აქვს შეთავაზებები სხვა კლუბებიდანაც.
ივნისის დასაწყისში ორჯონიკიძე შეუერთდება საქართველოს ნაკრებს, რომელსაც
8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს – IHF
ერთა ჩემპიონატი, რომელიც ევრო 2022-ის ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპიცაა.
ხელბურთი. უნგრეთის ეროვნული ლიგა. საბოლოო 26/26: 1. სეგედი 51 ქულა – 2.
ვესპრემი 46 — 3. ტატაბანია 42 – 4. ბალატონფურედი 36 – 5. ჩურგოი 33 –
6. დიონდიოში 31 – 7. ფერენცვაროში 22 – 8. დაბაში 21 – 9. კომლოი 21 –
10. ედერი 17 – 11. ცეგლედი 19/11 – 12. ბუდაკალასი 16 – 13. მეზოკოვეშდი
15 —- 14. ცეგლედი 13 – 14. ვეჩეში 0
ფინალი: სეგედი – ვესპრემი
—-
22 – 23 მაისი, თბილისის პორტის სასახლე
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.
ფინალური ოთხეული. კაცები, ქალები
22 მაისი, ნახევარფინალი
ქალები 12:00 ყვარელი – ფოთი
კაცები 14:00 BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი
ქალები 16:00 ქარიშხალა – სამტრედია
კაცები 18:00 ქუთაისი – პეგასი
23 მაისი, ფინალი
12:00 ქალები, მესამე ადგილისთვის
14:00 კაცები, მესამე ადგილისთვის
16:00 ქალები, ფინალი
18:00 კაცები, ფინალი