საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისათვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრებს “გ” ჯგუფში ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შორის 15 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. ყველაზე მეტი, 5 მოთამაშით “ლელო სარასენსია” წარმოდგენილი, 20-წლამდელებში 4 მორაგბე ყავს “არმაზს”, 3-3 “ჯიქს” და “აიას”, 2-2 “არმიას” და “ხარებს”, ხოლო თითო-თითო “ხვამლს”, “ყოჩებს” და “აკადემიას”. არგენტინაში წამსვლელ მორაგბეთაგან ორს, თედო აბჟანდაძეს და ვანო კარკაძეს, ზურგს ბორჯღალოსანთა რიგებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს. მნიშვნელოვანია, რომ აბჟანდაძისთვის ეს 20-წლამდელთა მესამე ჩემპიონატია.
საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა
შერკინება:
ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), ლუკა ჭელიძე(ტულონი, 1), ვანო კარკაძე (ორიაკი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი,2), გია ხარაიშვილი (რასინგ92, 1-3),ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ლუკა გელაშვილი (არმია, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), ტატო გვიმრაძე (ხვამლი, 4-5), პაატა ბურჭულაძე (ხარები, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო,6-7), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7-8), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6-7-8).
ხაზი:
მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), თედო აბჟანდაძე (აია, (კაპ) 10), სანდრო მარგიანი (აკადემია,10), ლაშა ლომიძე (აია,12), ირაკლი სიმსივე (აია,12-13), გივი ცინცაძე (არმაზი,10-12), დემურ თაფლაძე (ლელო,13-14), ოთარ ლაშხი (ლელო,11-14), ზურა ქავთარაძე (ხარები,11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი,11-14), დაჩი პაპუნაშვილი (არმია,10-15), თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი,11-15).
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი
უმცროსი ბორჯღალოსნების არგენტინაში 25 მაისს გაემგზავრებიან. ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს რაგბი თივი აჩვენებს.