უელსელი სტუდენტები, რომლებიც კვირაში ორჯერ ვარჯიშობდნენ, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ
მართალია, ბევრი თქვენგანისთვის სეზონის მთავარი მოულოდნელობა ამსტერდამული “აიაქსის” ელეგანტური ფეხბურთის წარმატებაა, თუმცა გირჩევთ ამ ვარიანტზეც იფიქროთ – უელსელი სტუდენტების გუნდი, რომელშიც ერთი მწყემსიც ირიცხება, ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
საქმე “კარდიფ მეტ უნივერსიტეტს” ეხება, რომელიც უელსის ქალაქ კარდიფში მდებარეობს და 11 ათასზე მეტ სტუდენტს ემსახურება. ამ უნივერსიტეტში ძირითადად ხელოვნები და სპორტული მენეჯმენტით დაინტერესებული სტუდენტები სწავლობენ.
“კარდიფ მეტს” სტუდენტებთან ერთად ლექტორებიც უძღვებიან. ფეხბურთელთა უმეტესობა წარმოშობით უელსელია, თუმცა გამონაკლისის სახით გვევლინება ერთი ინგლისელი და ერთი ფინელი მოთამაშე. ფეხბურთელების საშუალო ასაკი 21-22 წელი გახლავთ.
ფეხბურთელები საკუთარ თავს ნახევრად პროფესიონალებად მოიხსენიებენ. ისინი უნივერსიტეტის მოედანზე კვირაში ორჯერ ვარჯიშობენ: ორშაბათობით და სამშაბათობით. “კარდიფ მეტი” 1620-კაციანი ტრიბუნების ფონზე ასპარეზობს, რომლის მეოთხედიც ძლივს ივსება. კლუბი 1964 წლიდან ფუნქციონირებს და სამჯერ აქვს მოგებული უელსის თასი.
“სპორტისა და ფიზიკური აღზრდის” განხრით ვსწავლობ და ლექტორებმა იციან ჩვენი გუნდის შესახებ. გაცდენებს მანამ არ იმჩნევენ, სანამ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ გახდება,” – ხუმრობს გუნდის მარჯვენა მცველი დილან რიზი.
გადამწყვეტ მატჩში “კარდიფი” “ბალას” დაუპირისპირდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანების გმირი “კარდიფელთა” მეკარე აღმოჩნდა, რომელიც გუნდში მაშინ ჩაეწერა, როდესაც ჯერ კიდევ მეოთხე დივიზიონში თამაშობდნენ – უილ ფულერმა სამი პენალტი აიღო!
მნიშვნელოვანი ფაქტი – როგორც გუნდის მეკარე და კაპიტანი ადასტურებენ, უნივერსიტეტი მოთამაშეებს ფულს არ უხდის და ისინი მხოლოდ სპორტისადმი სიყვარულის გამო თამაშობენ.
Met Caerdydd yn cyrraedd Ewrop! ⚽🇪🇺@CardiffMetFC qualify for the @EuropaLeague for the first time in their history! ⚽🇪🇺 pic.twitter.com/6UMI3TU3nk
— ⚽ Sgorio (@sgorio) May 19, 2019