ანტონიო კონტე “ინტერის” ხელმძღვანელებისგან ორ ტრანსფერს ითხოვს
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “ჩელსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს, გადაბირებასთან. როგორც ცნობილი ხდება, კონტრაქტის გაფორმებამდე იტალიელი სპეციალისტი რამდენიმე პირობის შესრულებას ითხოვს.
პირველ რიგში, ანტონიო კონტე კლუბისგან “მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს, ტრანსფერს ითხოვს. შეგახსენებთ, რომ იტალიელი მწვრთნელი ლუკაკუს ტრანსფერზე 2017 წელსაც ინტერესდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა არჩევანი “წითელ ეშმაკუნებზე” გააკეთა.
გარდა ამისა, კონტეს საკუთარ გუნდში “ჩელსის” გარემარბის, ვიქტორ მოზესის, ხილვა სურს, რომელიც ზამთრის სატრასნფერო ფანჯარაზე “ფენერბაჰჩეში” გადაბარგდა. თურქულ ლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში მისი მონაგარი სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება ლუკაკუს სტატისტიკას, ბელგიელის ანგარიშზე პრემიერ ლიგის 32 მატჩში გატანილი 12 გოლია.