ეროვნული ლიგა – ბათუმის “დინამო” ისევ ლიდერია, “ვიტ ჯორჯიამ” “ლოკოსთან” წააგო
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის პირველი 2 დღე საინტერესო სანახავი გამოდგა. საჩხერის “ჩიხურამ” ბათუმის “დინამო” მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1-2 წააგო. ანგარიში დემიკო ჩიხლაძემ მე-18 წუთზე გახსნა, 33-ე წუთზე კი საუკეთესო ლეგიონერმა, ჯოვინო ფლამარიონმა გაათანაბრა. პირველი ტაიმი ასე დასრულდა და “დინამომ” მხოლოდ ბოლო 10 წუთში შეძლო გამარჯვების მოპოვება. 81-ე წუთზე ნავალოვკის პასის შემდეგ ჯანელიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. “დინამომ” ლიდერობა დაიბრუნა და 31 ქულით ისევ ეროვნული ლიგის ლიდერია.
“ვიტ ჯორჯიამ” 5 ფეხბურთელის დაკარგვის შემდეგ კვლავ ვერ შეძლო ბურთის შეგდება და თბილისის “ლოკომოტივთან” 0-3 წააგო. საუკეთესო იყვნენ კირკიტაძე და ძებნიაური, თავისი გოლი სიხარულიძემაც გაიტანა.
ხვალ ქართული ელ-კლასიკო, “დინამო” – “ტორპედო” გაიმართება.
ვიტ ჯორჯია 0-3 ლოკომოტივი
გოლები: კირკიტაძე 34, სიხარულიძე 46, ძებნიაური 76
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე – სეხნიაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი (ლაცაბიძე 72) – გაფრინდაშვილი, ვასაძე, მოსიაშვილი (მუჯირი 66), კაკაშვილი, საჯაია – ღირდალაძე (კურდღელაშვილი 82), მუსელიანი
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, ძებნიაური, კომახიძე – შონია, გვალია – კირკიტაძე (ჯიქია 77), სამურკასოვი (შეყილაძე 80), კობახიძე (დავითაშვილი 73) – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
ჩიხურა 1-2 დინამო ბთ
გოლები: ჩიხლაძე 18 – ფლამარიონი 33, ჯანელიძე 81
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მამასახლისი, მაისაშვილი, კაშია – დეკანოიძე, ჩიტეიშვილი (იონანიძე 84), ჩიხლაძე, სარდალიშვილი – მახარობლიძე (მარკოზაშვილი 66), ფანცულაია (მუმლაძე 78)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო ბთ: ალავიძე – სანტოსი, ადამაძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი – ჯანელიძე, ფლამარიონი (თევდორაძე 84), რამოსი (გაფრინდაშვილი 66) – საბანაძე (ჭანტურია 75)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე