თბილისის “დინამოს” შეცდომები – გუნდს სიკაჩი და 2 ესპანელი გამოაკლდა
თბილისის “დინამომ” ახალი სეზონის დაწყების წინ გუნდიდან გიორგი მამარდაშვილი იჯარით “რუსთავში”, მიხეილ ერგემლიძე “ჩიხურაში”, გიორგი კუცია “დილაში”, ლუკა ქაფიანიძე “ცხინვალში”, დემეტრე ბულისკერია კი “ლოკომოტივში” გაუშვა. ეს ფეხბურთელები “დინამოს” აკადემიის აღზრდილები არიან და მათ ნაცვლად, დედაქალაქურ კლუბში ესპანური დესანტი ჩამოვიდა.
“დინამო” 2-მა ესპანალმა, სერხიო ნოჩემ და ფრან კარბიამ უკვე დატოვეს. ბოლოს ორივე მათგანი ნაკლებად ჩნდებოდა შემადგენლობაში და ეს ყველაფერი მათ სატრანსფერო ღირებულებაზეც აისახა. გარდა ამისა, მოლდოველმა სტეფან სიკაჩმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა.
დღეს ქართული ელ-კლასიკო გაიმართება და თბილისში “ტორპედო” ჩავა. “დინამომ” ზედიზედ 3 მატჩი წააგო და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. თავის მხრივ, ქუთაისელებსაც კრიზისი აქვთ და 19:00 საათზე საინტერესო დაპირისპირება გველის.