ეროვნული ლიგა – “დინამომ” კლასიკო მოიგო, 4 წითელი ბოლნისში
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მე-2 დღეს ელ-კლასიკო, 4 წითელი და 7 წუთში 3 გამათანაბრებელი გოლი ვიხილეთ, ბოლოს კი “დილასა” და “საბურთალოს” ფრე.
პირველ მატჩში ბოლნისის “სიონი” 0-3 მარცხდებოდა “რუსთავთან”, თუმცა 84-ე წუთზე კირკიტაძემ გაიტანა, შემდეგ ჯაფიაშვილმა მე-2 ავტოგოლი მიითვალა ზედიზედ მე-2 თამაშში, ბოლოს კი კირკიტაძის პასით ხმალაძემ გაათანაბრა. 64-ე წუთზე ორივე გუნდი 9-9 მოთამაშით დარჩა. ჩხუბის გამო მსაჯმა 4 ფეხბურთელი გააძევა.
გორის “დილამ” “საბურთალოსთან” დაცვითი სტილი აირჩია, თუმცა 67-ე წუთზე ტრავმიდან დაბრუნებულმა დიასამიძემ ანგარიში გახსნა. 10 წუთში კუციამ გაათანაბრა და კლუბებმა ქულები გაიყვეს.
ქართული ელ-კლასიკო “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა. დმიტრო ივანისენიას ლამაზ გოლს, გრიგოლ დოლიძემ 62-ზე უპასუხა. შეხვედრის ბოლოს ლევან შენგელია გააქტიურდა, რომელმაც თავის სტილში მარცხენა ფეხით კვასხვაძეს შეუგდო და ნანატრი 3 ქულაც მოუტანა გუნდს.
ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” 31-31 ქულა აქვთ და გატანილი გოლების მეტი რაოდენობის გამო “საბურთალო” პირველ პოზიციაზეა. 26 ქულა აქვს “ტორპედოს”, “დინამოს” 23. ცხრილის ბოლოს ორი გამოკვეთილი აუტსაიდერი, “რუსთავი” და “ვიტ ჯორჯია” გამოიკვეთნენ.
დინამო 2-1 ტორპედო
გოლები: ივანისენია 31, შენგელია 77 – დოლიძე 62
დინამო: პერალესი – რუხაია, მონხილი, მეჯუბი, კობოური (იაშვილი 72) – ნინუა (ზარია 83), ივანისენია, პაპავა (ქარდავა 75) – შენგელია, შულაია – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე – გიგაური (ჭიჭინაძე 75), ცინცაძე – ქავთარაძე, წიქარიძე (კაპანაძე 68), დოლიძე (ლუკა 65) – ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
სიონი 3-3 რუსთავი
გოლები: კირკიტაძე 84, ჯაფიაშვილი 87 (ავტოგოლი), ხმალაძე 90 – ციცქიშვილი 5, მაქაცარია 12, სილაგაძე 61
სიონი: ზარქუა – ტვილდიანი (უგულავა 68), თომაშვილი, აფაქიძე, სუხიაშვილი – თარხნიშვილი, ხმალაძე – კირკიტაძე, თარგამაძე, სიხარულია (ისიანი 55) – მაქაცარია (ქიქავა 75)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, ჯაფიაშვილი, გადრანი, ტაკულოვი – გისტაროვი, ქოჩლაძე – სილაგაძე (ჩოგაძე 89), ციცქიშვილი (ფონიავა 80), ყიფიანი (ჯაფიაშვილი 77) – იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
წითელი ბარათები: ისიანი 64, თარგამაძე – ქოჩლაძე 64, გადრანი 64
დილა 1-1 საბურთალო
გოლები: კუცია 76 – დიასამიძე 67
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი (კუცია 72), მირცხულავა, სანტოსი (კოუგბენია 70), ჩადუნელი, გიორბელიძე – ნონდი, რაზმაძე – ნონიკაშვილი, სპანდერაშვილი, პაიმი (ფორტესი 65)
მთავარი მწვრთნელი: გია დეკანოსიძე
საბურთალო: მიგინეიშვილი – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხველიანი – ტერა, ალთუნაშვილი – შინდაგორიძე (დიასამიძე 61), გი (როლოვიჩი 67), გონსალვეში – დვალიშვილი (გორგიაშვილი 63)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი