ჟერარ პიკე: “ენფილდის” კოშმარი ჩვენ მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება”
კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში “ენფილდზე” განცდილ მტკივნეულ მარცხზე (4:0) ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გუნდს კარგა ხანი არ დაავიწყდება.
“როდესაც ასეთი რამ ხდება, ყველა ან თითქმის ყველა ბრაზდება. ვფიქრობ, რაღაც დონეზე გასულ წელს “რომასთან” მომხდარმა ფსიქოლოგიური გავლენა იქონია ზოგიერთზე.
პირველი გოლის ეპიზოდში ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რამაც ყველას რომი გაგვახსენა. ამის შემდეგ იყო ორი სწრაფი გოლი და ყველაფერი სარკისებურად დაემსგავსა ერთი წლის წინანდელ ამბავს.
რასაკვირველია, მენტალურმა შოკმა თავისი როლი ითამაშა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, “ენფილდზე” თამაშმა “ლივერპულს” უდიდესი უპირატესობა მისცა.
უმძიმესი დღე იყო. ამის შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიწყებია მომხდარი. ვფიქრობ, “ენფილდის” კოშმარი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში,” – აცხადებს პიკე.