ლევან კობიაშვილი: “ვიდეო რეფერის სურვილი გვაქვს, თუმცა უეფასთან შეთანხმება არის საჭირო”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემა “სპორტის დროში” ვიდეო რეფერის შემოღებაზე ისაუბრა.
“ვიდეო რეფერის სურვილი გვაქვს, უბრალოდ ამას თავისი წესები აქვს. წლის ბოლოს, ოქტომბერში თუ ნოემბერში სამუშაო სემინარი ჩატარდება და ჩამოვა ის ხალხი, ვისაც უშუალოდ ეხება ეს თემა. ჩვენ გავივლით ყველა თემას მათთან ერთად. დანარჩენი ეტაპი უკვე ფინანსებია, მეტი კამერა გვჭირდება, გაცილებით უკეთ მომზადებული ინფრასტრუქტურა. ეს თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც ეტაპები უნდა გავიაროთ, ახლა, მე ხვალ მომინდა და გავაკეთებ, ესე არ ხდება, უეფასთან და ფიფასთან შეთანხმება სჭირდება, თუმცა თავს არ დავზოგავთ”, – კობიაშვილი.
ლევანმა ეროვნული ლიგის გადაღების ხარისხზეც ისაუბრა და მისი მტკიცებით, თუ უახლოეს მომავალში ხარისხი არ გამოსწორდება, ისინი პროვაიდერის შეცვლაზე იფიქრებენ.