“პარი სენ-ჟერმენის” მფლობელები “ლიდსის” სააქციო პაკეტის შეძენას აპირებენ
კატარული კომპანია Qatar Sports Investments (QSI), რომელიც “პარი სენ-ჟერმენის” მფლობელებისგან გახლავთ დაფუძნებული, მზად არიან ინგლისშიც განახორციელონ ინვესტიციები.
Financial Time-ს ცნობით, QSI საკმაოდ რამდენიმე თვეა, რაც ინგლისური კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. არაბები ჩემპიონშიფში მონაწილე გუნდის სააქციო პაკეტის შეძენას გეგმავენ.
“ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, დიდი ბრიტანეთის ბაზარი კი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია,” – აცხადებს Qatar Sports Investments-ის ერთ-ერთი წევრი.
სანდო პირების ცნობით, “ლიდს იუნაიტედის” მფლობელები 6 პოტენიურ ინვესტორთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. გეტყვით იმასაც, რომ ინგლისურმა კლუბმა გასული სეზონი ჩემფიონშიპის მესამე პოზიციაზე დაასრულა. პლეი-ოფში ბიელსასს გუნდი ლამპარდის “დერბი ქაუნთისთან” დამარცხდა.