გატუზო “მილანიდან” წასვლას ადასტურებს
ჯენარო გატუზო ადასტურებს, რომ ის “მილანს” ტოვებს. რინომ ეს ამბავი Repubblica-სთან ინტერვიუს დროს დაადასტურა. მისი თქმით, “როსონერის” დატოვება ადვილი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საჭიროა.
როგორც იცით, მილანურმა კლუბმა სერია A მე-5 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.
“მილანის” დატოვების გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. გასული 18 თვე ისეთი იყო, როგორიც აღარასოდეს განმეორდება. ამ თვეების განმავლობაში დიდი მოტივაციით ვმუშაობდი. წასვლა მტკივნეული, მაგრამ გააზრებული არჩევანია. დავთმობ თუ არა ორწლიან კონტრაქტს? დიახ, რადგან ჩემსა და “მილანს” შორის ფული შეკითხვებს არასოდეს დატოვებს”, – უთხრა გატუზომ Repubblica-ს.
41 წლის მწვრთნელს “მილანთან” კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. ჯერ-ჯერობით კლუბს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.