ჰენდერსონმა განმარტა, თუ რატომ არ სთხოვა მან ლიონელ მესის მაისური
“ლივერპულის” კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა კატალონიის “ბასელონასთან” გამართული შეხვედრები და ლიონელ მესისთან პირველი დაპირისპირება გაიხსენა.
28 წლის ნახევარმცველმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ არ სთოხვა მესის მაისური.
“როცა ნაბი კეიტამ ტრავმა მიიღო, თამაშში ჩავერთე – პირველად მოხდა, როცა მე და ლიონელ მესი მოედანზე ერთად ვიყავით. ამ დროს არ ფიქრობ “ღმერთო ჩემო, ეს ის არის”, მაგრამ რა თქმა უნდა, მესი მოედანზე უფრო განსხვავებულია, ვიდრე ეს ტელევიზორში ჩანს. ის ბევრად სწრაფია.
როცა მის საჯარიმო დარტყმას ვიხსენებ, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ გოლი გავიდა. ალისონი კარგი მეკარეა, მაგრამ მესიმ იქ დაარტყა, სადაც ალი ვერაფერს გახდებოდა.
ვიფიქრე თუ არა იმაზე, რომ მისთვის მაისური მეთხოვა? არა. ეს არასოდეს გამიკეთებია. როცა “სანდერლენდში” ვთამაშობდი, როი კინმა მითხრა, რომ როცა ვინმეს მაისურს სთხოვ, ამით მის მიმართ მოწიწებას გამოხატავ. საბოლოოდ, სახლში ლუის სუარესის მაისურთან ერთად წავედი. ლუისი კარგი ადამიანია, ჩვენ “ლივერპულში” ერთად ვთამაშობდით. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უქნა მან ჩემ მაისურს”, – უთხრა ჰენდერსონმა “დეილი მეილს”.