ბათუმის “დინამოს” ოფიციალური განცხადება და 50 000 ლარიანი ჯარიმა
ბათუმის “დინამო” ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინარო კომიტეტმა გულშემატკივრების მოედანზე შეჭრის გამო 50 000 ლარით დააჯარიმა. “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და გულშემატკივრებს მიმართავს.
“ძვირფასო გულშემატკივრებო, პირველ რიგში გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პატივისციმა თქვენს მიმართ და გადაგიხადოთ მადლობა იმ ინტერესის გამო რასაც კლუბის მიმართ იჩენთ. ეს განსაკუთრებით საშინაო მატჩებში იგძნობა და იმედი გვაქს, რომ ერთად მნიშვნელოვან გამარჯვებებს კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ. თუმცა არსებობს სტადიონზე შესვლისა და ქცევის წესები რაზეც გვინდა ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილოთ, კერძოდ ბოლო საშინაო მატჩებზე ე.წ. ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დაფიქსირდა:
- ნივთების სროლა მოედანზე.
მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე.
სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა და სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება.
ღონისძიებაში ჩართული პირების მიმართ ზედმეტად აგრესიული ქცევა და შეურაცხყოფა.
სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თამაშრომლის მოთხოვნა/მითითებისადმი დაუმურჩილებლობა.
ზემოთჩამოთვლილი პუნქტების დარღვევა პირველ რიგში საფრთხეს უქმნის თქვენი და სხვა პირთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ასევე აზარალებს ჩვენს კლუბს მატერიალურად, რადგან უსაფრთოხების ნორმების დარღვევა ჯარიმების გადახდის ვალდებულებას გვაკისრებს და ამ კუთხით კლუბმა უკვე მიიღო სოლიდური ფინანსური სასჯელი.
საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა შეიძლება იქამდეც მიგვიყვანოს, რომ „დინამო“ ბათუმს რამდენიმე საშინაო თამაშის ჩატარება გულშემატკივრის გარეშე/ან სხვა ქალაქში მოუხდეს, რაც ჩვენთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
გუნდის მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბის და ადმინისტრაციის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ სტადიონზე ქცევის წესებს და მოუწოდეთ თქვენს გვერდით მყოფ, სხვა გულშემატკივრებსაც დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სტიუარდების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მითითებებს.
პატივისცემით „დინამო“ ბათუმის ადმინისტრაცია”, – წერია განცხადებაში.
დღეს “დინამომ” “სიონი” 5-1 გაანადგურა “ანგისას ბაზაზე” და ადგილები 1 საათით ადრე უკვე შევსებული იყო.