ეროვნული ლიგა: მე-16 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით
ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შემდეგ ჩემპიონატში ისევ ორხელისუფლებიანობაა და ბათუმის “დინამო” “საბურთალოს” მხოლოდ 1 გოლით უსწრებს. “ლოკოს” “ლოკომოტივი” საჩხერეშიც ვერ შეაჩერეს, თბილისის “დინამოს” გაუჭირდა, თუმცა მაინც მოიგო, “ტორპედოსა” და “დილას” შორის 6 გოლით ვიხილეთ. Fanebi.com ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.
დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი) – “ლოკომოტივის” მეკარემ “ჩიხურას” წინააღმდეგ რამდენიმე რთული ბურთი აიღო და ზედიზედ მე-3 მატჩში შეინახა კარი მშრალად.
თორნიკე გრიგალაშვილი (დილა) – გრიგალაშვილი, როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მცველია ლიგაში.
ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი) – ლევან კორღალიძის “ლოკოში” დანიშვნის შემდეგ ჭანტურია და საერთოდ გუნდი ძალიან სტაბილურად და დამაჯერებლად გამოიყურება.
გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბთ) – “სიონის” წინააღმდეგ ნავალოვსკიმ საგოლე პასი გააკეთა და ბოლო წუთებში გუნდი გოლის გაშვებისგანაც იხსნა.
დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი) – სამურკასოვი დღევანდელი ფორმაციის “ლოკომოტივის” უცვლელ წევრად იქცა. სამურკასოვს 5 საგოლე პასი დაუგროვდა.
ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბთ) – სწორედ მამუჩაშვილმა დაიწყო “სიონის” განადგურება და დუბლი დადო.
ბენჟამინ ტეიდი (დინამო ბთ) – ნიგერიელი ტეიდი იდეალურად მოერგო გია გეგუჩაძის სათამაშო სქემას, გოლიც შეაგდო და ნახევარდაცვის ცენტრს აკონტროლებდა.
ლევან ნონიკაშვილი (დილა) – ნონიკაშვილი მე-2 ტაიმში “ტორპედოს” წინააღმდეგ აქტიურად ჩაერთო თამაშში და მისი წვლილი გარდატეხის შეტანაში ძალიან დიდია. ნონიკაშვილის ანგარიშზე მატჩის ბოლო ბურთია.
ნიკა საბანაძე (დინამო ბთ) – გეგუჩაძემ საბანაძე 90 წუთი დატოვა მოედანზე და ნიკამ გოლი+პლუს ასისტი ჩაიწერა აქტივში.
ლევან შენგელია (დინამო თ) – “რუსთავთან” კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კლუბის ლიდერები შენგელია და კუტალია არიან. ამჯერად, შენგელია მოხვდა ჩვენ სიმბოლურში.
ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) – ზივზივაძემ “დილას” წინააღმდეგ 2 გოლი და 1 საგოლე პასი გაახერხა. ბუდუ 10 გოლით თანაბომბარდირობს ეროვნულ ლიგას.