რამოსი: “რეალში” ვრჩები!”
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც იცით, ბოლო დროს რამოსის “სამეფო კლუბიდან” წასვლის შესახებ ბევრს საუბრობენ. “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ 33 წლის მცველი კარიერის ჩინეთში გაგრძელებაზეც ფიქრობდა.
“ბოლო დროს ჩემ მომავალთან დაკავშირებით ბევრი იწერება. მე მადრიდისტა ვარ და მინდა, განვაცხადო, რომ კარიერის დასრულება “რეალში” მსურს. “რეალის” დატოვება არ მინდა. აქ უფასოდაც კი ვითამაშებ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მასთან მამაშვილური ურთიერთობა მაქვს”, – განაცხადა რამოსმა.