ლა ლიგის პრეზიდენტი ბრალდებას პასუხობს: “როგორ შეიძლება რასისტი ვიყო?”
ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, მისი მისამართით წამოსულ ბრალდებებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “სიტის” დირექტორმა, ალ-მუბარაქმა, ტებასი რასიზმში დაადანაშაულა.
ალ-მუბარაქი თავის მხრივ ლა ლიგის პრეზიდენტის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ სიტი” ნავთობის მოპოვებით ნაშოვნი ფულით ევროპულ ფეხბურთს წამლავს. კლუბის ტელევიზიასთან საუბრისას მუბარაქმა ეთნიკურ შევიწროებაზე გაამახვილა ყურადღება.
“ინტერვიუ ნამდვილად წავიკითხე. მის სიტყვებში უცოდინრობა იგრძნობა გარკვეული საკითხების მიმართ, პირველ რიგში კი ევროპულ ფეხბურთში მოქმედი ფინანსური კონტროლის მიმართ. რასისტი საერთოდაც არ გახლავართ.
როგორ შეიძლება რასისტი ვიყო, როდესაც ჩემი ორი შვილიშვილი არაბია? ეს მხოლოდ იმის საბუთია, თუ რამდენად დიდია უცოდინრობა და როგორ ადვილად შეიძლება ფაქტებისა და დეტალების ცოდნის გარეშე ლაპარაკი. ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა,” – აცხადებს ტებასი.