ეროვნული ლიგა – “ვიტ ჯორჯიამ” “ტორპედო” გაანადგურა, “დინამომ” “დილას” მოუგო
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის პირველ დღეს თბილისის “დინამომ” და “ვიტ ჯორჯიამ” იმარჯვეს. გორის “დილასა” და “დინამოს” შორის უამრავი შეცდომა დაუშვეს ფეხბურთელებმა და საბოლოო ჯამში, დედაქალაქელებმა იმარჯვეს. დუბლი შენგელიამ შეასრულა, ხოლო, 3 გოლი ლეგიონერების – მეჯუბის, პაიმისა და კოუგბენიას ანგარიშებზეა.
ფინანსურ და საკადრო კრიზისში მყოფმა “ვიტ ჯორჯიამ” ფინანსურ და საკადრო კრიზისში მყოფი ქუთაისის “ტორპედო” 3-0 გაანადგურა. “ვიტ ჯორჯიას” ბურთი შეგდებული ზედიზედ 5 მატჩის განმავლობაში არ ჰქონდა და ქუთაისელებს ერთბაშად 3 გაუტანა. თავი მოსიაშვილმა, ზარიძემ და მუსელიანმა გამოიჩინეს.
“დინამომ” 29 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და “ტორპედოს” გადაუსწრო, “ფარმაცევტებმა” ბოლო პოზიციას დააღწიეს თავი.
ვიტ ჯორჯია 3-0 ტორპედო
გოლები: მოსიაშვილი 45, ზარიძე 78, მუსელიანი 82
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – საჯაია, სეხნიაშვილი, ჩაკვეტაძე, ლაცაბიძე – ვასაძე, კაკაბაძე – გაფრინდაშვილი, მოსიაშვილი (კურდღელაშვილი 87), მუსელიანი (ღირდალაძე 89) – მუჯირი (ზარიძე 75)
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე
ტორპედო: ქვილითაია – ხურცილავა (ტაბატაძე 71), აზაცკი, კობახიძე, ქიმაძე – გიგაური, ცინცაძე (წიქარიძე 46) – დოლიძე (შარვაშიძე 74), ჩაჩუა, ქავთარაძე – ზივზივაძე
დილა 2-3 დინამო თბ
გოლები: კოუგბენია 18, პაიმი 49 – შენგელია 5/39, მეჯუბი 25
გოლები: გუგეშაშვილი – ნონდი, მირცხულავა, ჩადუნელი, გრიგალაშვილი – ნონიკაშვილი, რაზმაძე (კერელეიშვილი 46) – ფორტესი (ლემპტი 84), კოუგბენია, პაიმი – გოშთელიანი (სპანდერაშვილი 69)
მთავარი მწვრთნელი: გია დეკანოსიძე
დინამო თბ: პერალესი – რუხაია, მეჯუბი, მონხილი, იაშვილი (კობოური 83) – ივანისენია, პაპავა – შულაია (კუხიანიძე 88), ნინუა (ქარდავა 59), შენგელია – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი