საქართველოს ნაკრებს გიორგი ქვილითაია გამოაკლდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო „ჰუალინგში“ შეიკრიბა და ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით წარიმართა. რამდენიმე ფეხბურთელი საკლუბო მატჩების გამო ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.
ინდივიდუალურად ვარჯიშობს სოლომონ კვერკველია, გიორგი ქვილითაია კი, ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს გამოაკლდა და მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ, ნაკრებს ასევე ვერ დაეხმარება ჩეხური ზლინის ქართველი ლეგიონერი ვახტანგ ჭანტურიშვილი. ფეხბურთელი ჩეხეთში სამუშაო ვიზის მოლოდინშია. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში „თარაზის“ ქართველი ლეგიონერი, ელგუჯა ლობჯანიძე იქნება.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ ვარჯიშზე:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია),
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
GFF.GE