მოურინიომ და ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი განიხილეს
მსოფლიო ფეხბურთის ორმა ექსპერტმა, ჟოზე მოურინიომ და არსენ ვენგერმა, ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების ფინალის განხილვისას ერთხმად აღნიშნეს, რომ “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.
მატჩის წინ
არსენ ვენგერმა “ლივერპულის” გამარჯვება იწინასწარმეტყველა: “ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი “ლივერპულის” მხარესაა. დაგროვილი ქულები ჩემპიონატში, გოლების სხვაობა და სხვანი. თანაც, “ლივერპულმა” უკვე ითამაშა ერთ ფინალში, მაგრამ, შესაძლოა, ამან უარყოფითი გავლენაც იქონიოს მათზე.
ჩემი გადმოსახედიდან, “ლივერპულს” უკეთესი გუნდი ყავს. თუმცა, ეს ფინალია, სადაც ორივე კლუბი ერთ ქვეყანას წარმოადგენს და შეიძლება, ლოგიკურობამ აზრი დაკარგოს. მე ფავორიტად მაინც “ლივერპულს” ვთვლი.
ჟოზე მოურინიო ორივე კლუბს გამარჯვებულად თვლის: “უსამართლობა იქნება, თუ ხალხი იტყვის, რომ წაგებულ გუნდს ცუდი სეზონი ჰქონდა. განსაკუთრებით თუ ასე მწვრთნელებზე იტყვიან.
დღეს ერთ-ერთი გუნდი უდიდეს ტიტულს დაეუფლება, მეორე კი უიმისოდ დარჩება. უსამართლობა იქნება იმის თქმა, რომ წაგებულისთვის სეზონი ჩავარდნილი იქნება. ფეხბურთი უბრალოდ ასეთია.”
არსენ ვენგერმა კლოპის ფსიქოლოგიურ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება: “როდესაც რვა ფინალიდან შვიდს აგებ, პრობლემა შენშია. ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელებმაც უნდა იმოქმედონ მწვრთნელზე. თითქოს ბოროტი დემონი ყურში ჩაგჩურჩულებს, რომ წააგებ.”
ჟოზე მოურინიო ლეგენდალური YNWA-ს მოსმენისას – “ეს ჩვენ ნებისმიერ სიტყვაზე უფრო ლამაზია”.
Mourinho and Wenger in awe at the fans singing YNWA yesterday. pic.twitter.com/E9UExMEeFE
— Kloppholic (@Kloppholic) June 2, 2019
შესვენება
არსენ ვენგერი შესვენების შემდეგ “ლივერპულის” გოლს უფრო ელოდა, ვიდრე “ტოტენჰემისას” – ” მართალია, “ტოტენჰემი” კარგად კომბინირებს, თუმცა “ლივერპული” ორგანიზებულ თამაშს აჩვენებს. ისინი უფრო ახლოს არიან სხვაობის გაზრდასთან, ვიდრე “თოტენჰემი” გათანაბრებასთან.
“ლივერპული” კონტრ-იერიშებზე თავის შანსს ელოდება. ვგრძნობ, რომ მეორე გოლს გაიტანენ. ჰარი კეინი კი ნამდვილად არ არის ფორმაში. “ტოტენჰემის” რიგებიდან მხოლოდ სონი გამოიყურება სახიფათოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრენტის წინააღმდეგაა.”
ჟოზე მოურინიომ კეინი გააკრიტიკა და “ლივერპულს” შეაქო – “პირველ ტაიმში “ტოტენჰემის” ბურთის ფლობის მაჩვენებელი 61 პროცენტი იყო, თუმცა კარში ერთხელაც ვერ დაარტყეს. პროგრამული ხარვეზები მათ გათანაბრების საშუალებას არ აძლევს. ჰარი კეინი კი უბრალოდ გაუჩინარებულია, ვერც ხაზებს შორის დარბის, როგორც სჩვევია და ვერც მცველებს აწუხებს.
“ლივერპული” განსაკუთებულ თამაშს ვერ აჩვენებს, თუმცა მატჩის სადავეები ხელთ უპყრია. მათ კონკრეტული გეგმა გააჩნიათ, თუ როგორ უნდა დაამარცხონ მეტოქე. ვან დეიკი და მატიპი უბრალოდ ფენომენალურები არიან.”
მატჩის შემდეგ
You’ll never walk alone. ❤️ pic.twitter.com/XxL60ut7lv
— Liverpool FC (@LFC) June 1, 2019
არსენ ვენგერი “ტოტენჰემის” ამ მარცხს განსაკუთრებულად მტკივნეულს უწოდებს – “მატჩის ბედი, როგორც დიდ მატჩებში ხშირად ხდება ხოლმე, ორმა სტანდარტულმა გადაწყვიტა. მჯერა, რომ დღეს საშუალო დონის “ლივერპული” ვიხილეთ და “ტოტენჰემს” მათი დამარცხება შეეძლო. “სპურსს” მკვლელის ინსტიქტი დააკლდა. ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიური მომენტის ბრალი უფრო იყო, ვიდრე დონის. “ტოტენჰემს” სჯეროდა, თუმცა არა ასი პროცენტით.
როცა ისე აგებ, როგორც “ტოტენჰემი”, ფინალში დაბრუნების ნაკლები შანსი გაქვს. მომდევნო გათამაშებაში მათ “რეალის”, “ბარსელონასა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. ასე რომ, ეს მარცხი მათთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია.”
ჟოზე მოურინიომ მატჩი უარყოფითად შეაფასა: ” ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნაცვლად პრემიერ ლიგის რიგითი მატჩი რომ ყოფილიყო, უბრალოდ ვიტყოდით, რომ ცუდი შეხვედრა გამოდგა. ჩემპიონთა ლიგის ფინალს უდიდესი ემოციური დატვირთვა აქვს, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. თამაშის დონე დაბალი იყო.
სავრაუდოდ, “ტოტენჰემი” ძალიან გაბრაზებული იქნება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ გამარჯვება შეეძლო. გადამწყვეტ მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შეხვდე.”
ბონუს ვიდეო: როდესაც მეგობრისგან გადაწერას ცდილობ ისე, რომ არ შეიმჩნიო
When you copy your friend’s homework in class 😂
📺Watch live on HD1 (English only audio option available)
Follow live updates 👉 https://t.co/dAUCvJSwXC#beINUCL #UCLFinal pic.twitter.com/irsXiD6HHd
— beIN SPORTS (@beINSPORTS) June 1, 2019