გიორგი ხარაიშვილი: ” მოახლოებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით”
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარლგებში კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა. შვედური გეტებორგის ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ხარაიშვილმა, ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ბათუმის დინამოს წევრი გიორგი ნავალოვსკი, საკლუბო მატჩის ,შემდეგ დღეიდან უკვე ეროვნულ ნაკრებთანაა, თუმცა ფეხბურთელს სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე სოლომონ კვერკველია მატჩებისთვის კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
ვლადიმირ ვაისის მიერ უახლოესი ორი მატჩისთვის გამოძახაბული კიდევ ოთხი ფეხბურთელი გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი) და ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია) ნაკრებს 4 ივნისს შეუერთდება.
გიორგი ხარაიშვილი: “ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ. პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ჩემი აზრით, შევძლებთ, რომ მოახლოებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ”.