მაურიციო სარიმ “ნაპოლი” ყოფილ ცოლს შეადარა
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გამოტყდა, რომ იტალიაში თავს უკვე უცხოდ გრძნობს, ვინაიდან სამშობლოში ყოფნა საკმაოდ იშვიათად უწევს.
შეგახსენებთ, რომ სარი 2015-დან 2018 წლამდე “ნაპოლის” თავკაცობდა, რის შემდეგაც “ჩელსის” მიაშურა და ინგლისურ გუნდთან ერთად წელს ევროპის ლიგა მოიგო. ახლა კი ხმა დაირხა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა შესაძლოა ტურინის “იუვენტუსი” ჩაიბაროს.
“მთავარი მწვრთნელობა რთული საქმეა. როდესაც ტოსკანაში ვბრუნდები, თავს უცხოდ ვგრძნობ. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ 30 ღამე თუ მეძინა.
ნეაპოლელები ძალიან მიყვარს. სამუშაოდ ინგლისში წავედი, რადგან სხვა იტალიურ გუნდში მუშაობა არ მინდოდა. პროფესია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებული რამ გახლავთ. კლუბის მიმართ 110 პროცენტით ერთგული უნდა იყო, მაგრამ ვერაფერს იზამ, როდესაც გათავისუფლებენ. რა აზრი აქვს ცოლის ერთგულებას, რომელსაც მას უკვე დაშორდი?!” – ციტირებს სარის სიტყვებს Vanity Fair-ი.