WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (398237) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

რიცხვების პასუხი – როგორი ფეხბურთელია ლუკა იოვიჩი?

თარიღი: ივნისი 5, 2019

4 ივნისს მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი დიდი ტრანსფერი გააოფიციალურა – “ბლანკოსმა” ფრანკფურტის “აინტრახტს” 21 წლის ლუკა იოვიჩის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაუხადა.

ლუკა იოვიჩი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა გახლავთ და ყველამ იცის, რომ შეტევაში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მაგრამ, უფრო კონკრეტულად, როგორი ფეხბურთელია ლუკა იოვიჩი? პასუხს რიცხვები გაგვცემენ.


რომელ პოზიციაზე თამაშობს?


იოვიჩი ტიპური “მკვლელი” თავდამსხმელია, თუმცა ის არა მხოლოდ 9 ნომრის პოზიციაზეა შედეგიანი.

მოედანზე მის მოძრაობას თუ დავაკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ იოვიჩი დროის უმეტეს ნაწილს მეტოქის საჯარიმოში და მარცხენა ფლანგზე ატარებს, თუმცა არც ცენტრში ღრმად დაბრუნებაზე ამბობს უარს ბურთის მიღების მიზნით.


საიდან ურტყამს?


როგორც უკვე აღვნიშნეთ, 21 წლის ბოსნიელი ფეხბურთელი განსაკუთრებულად სახიფათო საჯარიმოში ყოფნისას არის.

მის მიერ მეტოქის საჯარიმოდან განხორციელებული 125 დარტყმიდან 59 კარის ჩარჩოში წავიდა, საჯარიმოს გარედან კი 39-ჯერ სცადა დარტყმა და მხოლოდ 10 შემთხვევაში მოარტყა კარის ჩარჩოში.


სად ურტყამს?


იოვიჩი ის ფეხბურთელია, რომელსაც კუთხეში უყვარს დამიზნება. ხუთი დარტყმიდან ოთხი გაიტანა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში და რვა გოლი შეაგდო მეკარის მარცხენა კუთხეში ცხრა დარტყმიდან.


როგორ ურტყამს?


მართალია იოვიჩს მარჯვენა ფეხით უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ არც მისი მარცხენაა სუსტი. მას 15 გოლი აქვს გატანილი მარჯვენა ფეხით, 8 მარცხენათი და ხუთიც თავით.


რას შემატებს შეტევას?


ბოსნიელი ფეხბურთელი საშუალოდ ერთ მატჩში 2.4 შანსს ქმნის და 0.7 გოლი გააქვს. გარდა ამისა, იოვიჩს თანაგუნდელებზე ზრუნვაც არ ეშლება – ყოველ 90 წუთში ეს უკანასკნელი 1.8 საკვანძო გადაცემას აკეთებს.

ლუკას არც გამოცდილი მცველების შეშინებია – თითო მატჩში 3-4 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს “რეალის” ახალწვეული.


რას შემატებს დაცვას?


რასაკვირველია, “რეალში” იოვიჩს დაცვაში თამაშს არავინ მოსთხოვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში უარს ნამდვილად არ იტყვის. სტატისტიკურად იოვიჩი დაცვაში დუელების 31 პროცენტში გამარჯვებული რჩება და მატჩში საშუალოდ 1.4 ართმევას აკეთებს. უმეტეს შემთხვევაში იოვიჩი დაცვისას კორპუსს იყენებს.



მსგავსი სიახლეები