გაუპატიურების ბრალდებების გამო ნეიმარმა, შესაძლოა, კოპა ამერიკა გამოტოვოს
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ფრანცისკო ნოველეტო, შიშობს, რომ გაუპატიურებაში ბრალდებულ ნეიმარ ჟუნიორს კოპა ამერიკის გამოტოვება მოუწევს.
სან პაულოს პოლიცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბრაზილიელი წარმოშობის ქალბატონმა, რომელიც პარიზში ცხოვრობს, საჩივარი შეიტანა ნეიმარის წინააღმდეგ 31 მაისს. პოლიცია საქმეზე დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.
“ათი მონეტა რომ მქონდეს და ფსონის გაკეთება მთხოვოთ, ათივეს დავდებდი იმაზე, რომ ნეიმარი ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლას სთხოვს. ის ფსიქოლოგიურად მზარ არ არის კოპა ამერიკაზე სათამაშოდ და ჟურნალისტების ბატალიონის მოსაგერიებლად,” – ვციტირებთ ნოველიტოს სიტყვებს.
ნოველიტოს საპასუხოდა, კონფედერაციის პრეზიდენტმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ნეიმარის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ეს უკანასკნელი კოპა ამერიკაზე იასპარეზებს.