კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-ტრიკმა პორტუგალია ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა (ვიდეო)
5 ივნისს ევროპის ერთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი შედგა პორტუგალიისა და შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის. წყვილის გამარჯვებული ფინალში ჰოლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვედროდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ერთი შეხედვით, შანსებიც თანაბარი იყო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ პორტუგალიელებს მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ჰყავდათ.
ანგარიში სწორედ კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა 25-ე წუთზე გატანილი ბრწყინვალე საჯარიმოთი. შვეიცარიელებმა ანგარიში მხოლოდ 57-ე წუთზე გაათანაბრეს თერთმეტმეტრიანის საშუალებით. შეხვედრის გარდამტეხ მომენტში მთავარი როლი კრიშტიანუს მკვლელმა ინსტიქტმა იქონია. ამ უკანასკნელმა ჯერ 88-ე წუთზე გაიყვანა საკუთარი გუნდი წინ, შემდეგ კი საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3-1.