“საბურთალოს” ფეხბურთელი ინტერს გი, რომელიც “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩის მე-8 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, ოპერაციას გაიკეთებს – ამპლუით ნახევარმცველს მენისკი აქვს დაზიანებული.

ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო ლეგიონერი ოპერაციას პარასკევს გაიკეთებს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რამდენ ხანს მოუწევს იძულებით დასვენება.

შეგახსენებთ, რომ გი “ერთ უბანს” სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან “საბურთალოს” შემადგენლობაში 10 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.