გიბრალტარის ნაკრების მწვრთნელი: “საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა”
გიბრალტარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიო სეზარ რიბასმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ერთი-ორი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. დავუშვით შეცდომები, რომლებმაც საქართველოს ნაკრებს გამარჯვება გაუადვილა.
ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ გავიმარჯვებთ. იმედი დღესაც გვქონდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გუნდი ძალიან ძლიერია და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე საკუთარი სტადიონი არ გვქონდა, ახლა კი გვაქვს. საკუთარ მოედანზე თავს უფრო კარგად ვგრძნობთ. როცა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ, უფრო იმედიანად ვართ”, – განაცხადა ხულიო რიბასმა.