ხვიჩა კვარაცხელია: “რამდენიმე თვის წინ ტრიბუნიდან ვგულშემატკივრობდი და ახლა…”
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გიბრალტართან 3-0 მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“რამდენიმე თვის წინ ტრიბუნადან ვგულშემატკივრობდი ეროვნულ ნაკრებს და ახლა სადებიუტო მატჩი ჩავატარე. მადლობა ყველას დაფასებისთვის. ხვალ გადავიღებ და ტრავმასთან დაკავშირებით გვეცოდინება ზუსტად”, – განაცხადა ხვიჩამ.
კვარაცხელია მე-2 ტაიმის 47-ე წუთზე შეცვალეს და პირველ ნახევარში საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა და საერთოდ, ყველაზე აქტიური იყო.