გიორგი პაპუნაშვილი: “ბედნიერი ვარ, 100%-ით მზად ვარ და “სარაგოსაში” ვრჩები”
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, გიორგი პაპუნაშვილმა გიბრალტართან 3-0 მოგებულ მატჩში გოლი შეაგდო და ძალიან აქტიურად გამოიყურებოდა.
“დღეს ბედნიერები, მოხარულები ვართ ამ გამარჯვებით და დანიასთან შეხვედრაზე ხვალიდან დავიწყებთ ფიქრს. ფიზიკურად 100%-ით მზად ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ “სარაგოსაში” ვრჩები, რათა ლა ლიგაში გადავიდეთ”, – განაცხადა პაპუნაშვილმა.
პაპუნას ბოლო 1 წელია ტერფის ტრავმა აწუხებდა, თუმცა დღეს სრულ მზადყოფნაშია.
gff.ge-ს ფოტო