საქართველო – გიბრალტარი: ყველაფერი, რაც გამოგრჩათ ან არ გამოგრჩათ
საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3-0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი 20 წუთი ასე მოსაწყენი გამოდგა, მატჩის განმავლობაში მრავლად იყო მომენტები, რომლებმაც გულშემატკივრის გახალისება გამოიწვია და ასევე, ისეთი საინტერესო ეპიზოდებიც, რომლებიც უნდა აღინიშნოს.
გიბრალტარის ნაკრების მეკარე შორიდან ძალიან დაბალი მოჩანდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისი სიმაღლე 1.8მ გახლავთ, თუმცა ეს მეკარის პოზიციისთვის მაინც ნაკლებად საკმარისია და შეიძლება ითქვას, გუშინ ჩვენ მხარეს იყო.
კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ვატო არველაძეს პენალტი დაუთმო და არველაძემ არველაძეების დინასტია გააგრძელა. – ვატო, რეზი, შოთი, აჩი.
მოედანზე ბავშვი შემოვარდა, მერებასთან მივიდა, ჩაეხუტა, წყნარად გამოვიდა და ტრიბუნას დაუბრუნდა. მას არც სტიუარდი გამოჰყოლია სირბილით და არც პოლიციელი. გიბრალტარის ნაკრებთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამეორების იმედი არც უნდა გვქონოდა.
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში გია გრიგალავა დაბრუნდა, რომელსაც რუსეთში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. გრიგალავა ვაკო ყაზაიშვილთან შედარებითაც უფრო წონაში იყო, თუმცა თავიდანვე მრავალი მითითების მიცემით იყო დაკავებული შეხვედრის განმავლობაში და გიბრალტართან დონე დადო.
მოედანზე ძალიან ბევრჯერ ბურთი ორი სახით იყო წარმოდგენილი და მსაჯს ხშირად უხდებოდა თამაშის რამდენიმე წამით შეჩერება.
დებიუტანტი კვარაცხელია და უკვე ნაკრების ლიდერი ტრავმირებული ჩაკვეტაძე დიდ დუეტს გვპირდებიან.
გიბრალტართან თამაში ვაისის ნერვებისთვისაც დამამშვიდებელი იყო. ვლადიმერი გუშინ, ალბათ, ყველაზე ნაკლებად დაიცალა ენერგიისგან.
- “რადგან გიბრალტართან თამაში იყო, საპრესკონფერენციო ოთახის უკან ანუ “ხიდ-კარებთან”, მომსახურე პერსონალი ჟურნალისტებს არ დახვედრია და ფედერაცია ჟურნალისტების დაახლოებაზე და იმის გამორკვევაზე ზრუნავდა, თუ ვინ ამზადებს ყავას საუკეთესოდ”.
რა თქმა უნდა, ქომაგებისა და ჯარისკაცების, ერთიანი საქართველოს სიმბოლოთი დამშვენებული პერფორმანსები და აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.