პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის პირველი ჩემპიონია! (ვიდეო)
9 ივნისს “ესტადიო დო დრაგაომ” ევროპის ერთა ლიგის პირველ ფინალს უმასპინძლა პორტუგალიისა და ჰოლანდიის საფეხურთო ნაკრებებს შორის. მართალია, მატჩმა აფიშა ვერ გაამართლა, თუმცა პორტუგალიამ ღირსეულად დაამარცხა რონალდ კუმანის გუნდი და დამსახურებულადაც დაეუფლა კიდევ ერთ დიდ ტიტულს.
შეხვედრა პორტუგალიის ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაშიც ჰოლანდიელები ჯაბნიდნენ მეტოქეს ბურთის ფლობა გახლდათ. საპასუხოდ პორტუგალიელები ძალიან მწვავე იერიშებს ახორციელებდნენ სილესენის კარის მიმართულებით.
შეხვედრის ერთადერთი გოლი გონსალო გედეშის ბრწყინვალე დარტყმულს მოყვა მე-60 წუთზე. ჰოლანდიელებმა გაშვებული გოლის შემდეგაც ვერ მოახერხეს თამაშის შემოტრიალება და მატჩი კარში განხორციელებული ერთადერთი დარტყმით დათმეს.
ასე რომ, ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები გახდა ერთა ლიგის პირველი გამარჯვებული/