სკანდალი: ახალგაზრდა “ბეშიქთაშელებმა” საბერძნეთში მეძავები გამოიძახეს და მათთან ისაუზმეს
გერმანული ტაბლოიდი Bild ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელების მიერ ჩადენილ საინტერესო საქციელზე მოგვითხრობს, რომელიც უკვე შეირაცხა “სექსუალურ სკანდალად” უცხოურ მედიაში.
“ბეშიქთაშის” 16-წლამდელთა გუნდი საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ (Cup of Rhodes Knights 2019) საბერძნეთში იმყოფებოდა. როგორც ცნობილი ხდება, პირველ მატჩამდე (“პანათინაიკოსთან”), რამდენიმე ფეხბურთელმა მეძავები გამოიძახა პირდაპირ იმ სასტუმროში, სადაც გუნდი იყო დაბინავებული.
ყველაზე საინტერესო რამ დილით მოხდა. ნაცვლად იმისა, რომ მომხდარი დაემალათ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მეძავები გუნდთან ერთად გასამართ სადილზე დაეპატიჟათ! სადილს ფეხბურთელებთან ერთად საგულშემატკივროდ წამოსული ზოგიერთის მშობელი და მწვრთნელი ესწრებოდა.
“ყველანი შოკირებულები ვიყავით. ეს ფეხბურთის იმიჯს ლაფში სვრის, უდისციპლინობაა,” – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი გერმანულ გამოცემასთან საუბრისას.
სანდო ინფორმაციით, სკანდალში გახვეულ ფეხბურთელებს (რომელთაგან არცერთს არ შესრულებია 18 წელი), “ბეშიქთაშმა” ვარჯიშიდან დაითხოვა და თამაშის უფლებაც არ მისცა. თუმცა ამავდროულად კლუბის პრეს სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს.
“ამ “სექსუალური სკანდალის” შესახებ მოვისმინეთ. თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას მედიაში ამბობენ. ჩვენი 16-წლამდელთა გუნდი საბერძნეთში 40 დღის მანძილზე იმყოფებბოდა. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა კი თავისი მეგობარი გოგონა დაპატიჟა, რაზეც ხელმძღვანელებმა უმალვე მოახდინეს რეაგირება.”
სამწუხაროდ, იმ ღამის მიუხედავად, თურქებმა მაინც შეძლეს “პანათინაიკოსის” დამარცხება (2-1).