მარტინ ედეგორს მსურველი გერმანიაში გამოუჩნდა
გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild ადასტურებს ცნობებს, რომლის თანახმადაც, მადრიდის “რეალის” კუთვნილებაში მყოფი ნორვეგიელი ნახევარმცველის ტრანსფერით “ბაიერ ლევერკუზენის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები.
როდესაც ჟურნალ-გაზეთის ჟურნალისტებმა “ბაიერის” სპორტულ დირექტორ სიმონ როლფესს ედეგორის შესაძლო ტრანსფერზე დაუსვეს კითხვა, ასეთი პასუხი მიიღეს – “ედეგორი ნამდვილად ძალიან საინტერესო ფეხბურთელია”.
შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, მადრიდის “რეალმა” “აიაქსის” წინადადება გაისტუმრა უარით ედეგორის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა არაა გამორიცხული მის განათხოვრებაზე დათანხმდეს.
გასული სეზონი ნორვეგიელმა ვარსკვლავმა “ვიტესის” რიგებში გაატარა არენდის წესით. ერედივიზიონის 35 მატჩში (საშუალოდ 85 წუთი თითოში) ედეგორის მონაგარი ცხრა გოლი და 13 საგოლე გადაცემაგახლავთ.