ვლადიმერ ვაისის საინტერესო სტატისტიკა – როგორ ინარჩუნებს პოსტს სლოკავი?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმერ ვაისი ნაკრებს 2016 წლის მარტიდან წვრთნის და ამ ხნის განმავლობაში 35 მატჩში გაუძღვა გუნდს.
ვაისმა პირველ მატჩში ყაზახეთის წინააღმდეგ 1-1 ითამაშა, შემდეგ სლოვაკეთთან 1-3 წააგო, 1-5 განადგურდა რუმინეთთან და 2016 წლის ივნისში ესპანეთში 0-1 დაამარცხა ესპანეთის ნაკრები, რამაც პოსტი მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მაინც შეუნარჩუნა. ეს ამხანაგური თამაში გახლდათ.
ვლადიმერის ხელმღვანელობით, ჯამში, 14 შეხვედრაში ვიმარჯვეთ და აქედან ყველაზე ძლიერი, შესაძლოა, ყაზახეთის ან კვიპროსის ნაკრები იყო. მალტა, სტ.კიტს-ნევეტსი, ლიეტუვა, ესტონეთი, ანდორა, ლატვია, გიბრალტარი – ეს გუნდები დავამარცხეთ, რომლებიც ევროპულ დონეზე საშუალოსთან ახლოსაც კი ვერ მივლენ.
პრაქტიკულად არცერთი გამარჯვება ძლიერ ნაკრებთან, რომელიც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს. წავაგეთ სერბეთთან, ირლანდიასთან, შვეიცარიასთან, ლუქსემბურგთან, უელსთან, იორდანიასთან, ავსტრიასთან და დანიასთან.
ფრე გავახერხეთ მოლდოვასთან (2-ჯერ), უელსთან, უზბეკეთთან, ირლანდიასთან, სერბეთთან, ავსტრიასთან, ბელარუსთან და ანდორასთან.
35 მატჩში ასეთი შედეგი დადო ვაისმა – 14 მოგება, 9 ფრე, 12 წაგება.
დანიასთან 1-5 განადგურების შემდეგ კვლავ გაისმა სლოვაკი სპეციალისტის წასვლის შესახებ საუბრები, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთის ფედერაცია რომც ხვდებოდეს ცვლილების აუცილებლობაში, არ აპირებს რაიმეს შეცვლას. გულშემატკივართა და ჟურნალისტთა დიდი ნაწილი კახა ცხადაძის დაბრუნებას ითხოვს, რომელმაც ნაკრების თავკაცობისას 3-ჯერ მოიგო, 6-ჯერ წააგო და 1 ყაიმი დააფიქსირა. მათ შორის, ერთი გამარჯვება შოტლანდიის წინააღმდეგ არის, რომელსაც თემურ ქეცბაია “რატომ მოუგებდა”.
ვაისის წასვლის დრო მოვიდა…