დიეგო მარადონამ “დორადოსის” თავკაცის პოსტი დატოვა
ფეხბურთის არგენტინელმა ლეგენდამ, დიეგო მარადონამ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მექსიკური კლუბის (“სინალოა დორადოსი”) მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
58 წლის დიეგო მარადონამ ზემოთ აღნიშნული პოსტი გასული წლის სექტემბერში დაიკავა. სამწუხაროდ, მარადონას გუნდში მისვლამ პროგრესი ვერ გამოიწვია და “დორადოსი” გავარდნას ბეწვზე გადარჩა.
“ექიმების რჩევის საფუძველზე დიეგო მარადონამ “დორადოსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ის თავის დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმობს – უახლოეს მომავალში ორ ოპერაციას ჩაიტარებს: მუხლზე და მხარზე.
მადლობას ვუდით დორადოსების ოჯახს თანამშრომლობისთვის და მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში,” – ვკითხულობთ დიეგო მარადონას აგენტის, მატიას მორლას, განცხადებაში.