ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და ბომბარდირი გიორგი გაბედავა “საბურთალოში” ითამაშებს. ამპლუით ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა. გიორგი გაბედავას უახლოეს მატჩებში თბილისურ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის თავდამსხმელი 2018 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი, ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. გიორგი ბოლოს პოლონურ ექსტრაკლასას სოსნოვეცის “ზაგლებიეში” თამაშობდა. ჩვენი კლუბის ახალწვეულს 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული, 275 ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქეთა კარის აღება 82-ჯერ შეძლო.

გაბედავა “საბურთალოს” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება.